SKYHI-ს გამორჩეულ მომსახურებას შემოთავაზებული სამუშაოების მრავალფეროვნება და მხარდაჭერის ყოვლისმომცველი სისტემა განაპირობებს:
CRM და პარტნიორობის მენეჯერი/ პერსონალური ექაუნთ მენეჯერი
IT პროცესების მართვაში თქვენს საჭიროებებზე მორგებული ექაუნთ მენეჯერი დაგეხმარებათ.
მრავალარხიანი მომსახურების ცენტრი
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით კავშირი საშუალებას გაძლევთ გვესაუბროთ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ფორმატში.
ელექტრომობილების პარკი ადგილზე მომსახურებისთვის
თქვენთვის ინდივიდუალური მომსახურების ადგილზე გასაწევად ელექტრომობილების პარკი შევქმენით. ყველასთვის ეკო-მეგობრული გარემო და თქვენი დროული მხარდაჭერა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
ლიცენზირებული დისტანციური მართვისა და მონიტორინგის სისტემა
ჩვენ ვიყენებთ დისტანციური მართვისა და მონიტორინგის მოწინავე სისტემებს თქვენი IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი მუშაობისთვის.
მონაცემთა ანალიზსა და უკუკავშირზე დამყარებული მომსახურება
ჩვენი მომსახურება ეფუძნება მონაცემთა ანალიზსა და მომხმარებლების უკუკავშირს, რაც საშუალებას გვაძლევს მოვარგოთ ჩვენი გადაწყვეტილებები თქვენს ტექნოლოგიურ გამოწვევებს.